ირანის "მორალის პოლიციას" მოზარდის სიკვდილში ადანაშაულებენ
„ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა ირანელ მოზარდ გოგოს არმიტა გერავანდს, რომელსაც სავარაუდოდ მორალის პოლიცია გაუსწორდა, ჰიჯაბის არქონის გამო.
ირანის საინფორმაციო სააგენტო ბორნას მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედი არ არის და მკურნალი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის მიუხედავად, როგორც ჩანს არმიტა გარავანდის ტვინის სიკვდილი დადასტურებულია“ . მანამდე ბორნა წერდა, რომ გოგოს მდგომარეობაა დამძიმდა.
უფლებადამცველები და ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ 1 ოქტომბერს "მორალის პოლიცია" გარავანდს თავის ორ მეგობარ გოგოსთან ერთად გადაეყარა, თეირანის ერთ-ერთ მეტროს სადგურში შესვლისას. პოლიციელები არმიტას გაუსწორდნენ ჰიჯაბის არქონის გამო, რის შემდეგაც მეტროს ვაგონიდან გამოსულმა გარავანდიმ გონება დაკარგა.
მანამდე ფაჯრის კლინიკის წყარომ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გარავანდს თავის ტვინში სისხლი ჩაექცა და ის კრიტიკულ მდგომაროებაში იმყოფებოდა.
უფლებადამცველთა ჯგუფმა „ჰერგავმა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ არმიტას დედა შაჰინ აჰჯმადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ამასთან იუწყებიან, რონ ირანის ხელისუფლება ზეწოლას ახდებს იმ სკოლის მოსწავლეებზე რომელშიც არმიტა გარავანდი სწავლობა. რათა მათ მომხდარის შესახებ მედიასთან არ ილაპარაკონ.
სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) 5 ოქტომბერს ირანის მასწავლებელთა ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თეირანის განათლების მთავარი სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი გარავანდის სკოლაში იმყოფებოდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაემუქრა, „არ გაავრცელონ ინფორმაცია მოსწავლის [გარავანდის] მდგომარეობის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
ორ მეგობარს რომლებიც არმიტასთან ერთად იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს, არათუ მომხდარის შესახებ საუბარ , საერთდ ინციდენტის უარყოფას აიძულებენ, წერს რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „სანდო წყაროზე“ დაყრნობით.
ეს არ არის ირანში პირველი შემთხვევა როდესცა თავსაბურავის არქონის გამო "მორალის პოლიცია" ქალებს უსწორდება. შარშამ თეირანში 22 წლის ქურთული წარმოშობის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად იყო თეირანში ჩასული. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე დააკავა ირანის „მორალის პოლიციამ“ ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის დარღვევის გამო, რომელიც ჰიჯაბის ან თავსაბურავის სავალდებულო ტარებას გულისხმობს.
პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო უფლებადამცველებისა და ნათესავების აზრით, მას დაკავების შემდეგ სცემეს.