Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ლელო" შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

პოლიტიკური პარტია "ლელო" შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს შოვის ტრაგედიის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაასაჯაროოს იმ თერმული დრონების ჩანაწერები, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობდნენ მეწყრის მოვარდნის პირველ საათებში.

"ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთაც, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაჭაში არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემა.

"რუსული ხელისუფლების მიერ არანაირი პასუხი გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს. რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს და საზოგადოების ყურადღება იქნას გადატანილი", - თქვა ლევან სამუშიამ. ის გამოძიების პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ გამომძიებელი უწყება შოვის საქმეზე არის არა პროკურატურა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სამაშველო ვერტმფრენსაც დაახლოებით 3 საათი დასჭირდა მეწყერში მოყოლილ ხალხთან მისასვლელად. გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებას პრობლემურად მიიჩნევს სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის უფლებადამცველი ორგანიზაციაც, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის."

ოფიციალურ მონაცემებსა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რომ 3 აგვისტოს შოვში, სტიქიის შემდეგ პირველი რამდენიმე კრიტიკული საათის განმავლობაში, ტერიტორიის თავზე შს სამინისტროს თერმულმა დრონებმა იფრინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტიქიის დღეს, 3 აგვისტოს, გავრცელებულ პირველ განცხადებებში არსად იყო ნახსენები, რომ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს მაშველები დრონების და მით უმეტეს, თერმული დრონების დახმარებით ეძებდნენ.

ინფორმაცია სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში დრონების ჩართვის შესახებ მხოლოდ 4 აგვისტოს გაჩნდა. თუმცა არსად ყოფილა ნახსენები "თერმული დრონი": „ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“.

თერმული დრონები პირველად 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და სწორედ ამით ახსნა სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ სტიქიის ღამეს კატასტროფის ეპიცენტრში „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა“ ვერტმფრენების გამოყენების.

„რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა], ვიდრე ვერტმფრენით. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები“, - თქვა მღებრიშვილმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა შოვში სამაშველო ოპერაციას.

სტიქიის ღამეს თერმული დრონების გამოყენებასა და შესაბამისად, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროების არარსებობაზე ილაპარაკა 13 აგვისტოს შოვში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.

28 აგვისტოს სამთო გიდმა, რომელიც 3 აგვისტოს ღამეს შოვში ადამიანების დასახმარებლად იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებას გადაჭრით უთხრა, რომ სტიქიის პირველ დღეს და ღამეს იქ დრონებს არ უმუშავიათ. სტიქიას გადარჩენილები იხსენებენ ერთ დრონს, რომელმაც მათ მაშინ გადაუფრინა, როცა ტალახის მასაში გადარჩენას ცდილობდნენ - ეს დრონი, სავარაუდოდ, ეკუთვნოდათ ტურისტებს, რომლებიც ტყეს აფარებდნენ თავს. რადიო თავისუფლება აგვისტოს შემდეგ ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს შოვის სამაშველო ოპერაციის შესახებ გაგზავნილ კითხვებზე, რომელთა შორის არის დრონის გამოყენების საკითხიც - უწყება საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

შოვის გამოძიებაში პრობლემურია სტიქიას გადარჩენილებისთვის და დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულების სტატუსის მინიჭების საკითხიც. 21 ოქტომბერს გიო ადამიამ, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად საათების განმავლობაში ებრძოდა ტალახის მასას შოვში, 3 აგვისტოს ფეისბუკზე დაწერა, რომ მასაც და მასთან ერთად მყოფ სხვა ადამიანებსაც პროკურატურამ უკვე ორჯერ უთხრა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

შოვის ტრაგედიიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ჯერ ისევ არ არის ნაპოვნი სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი - ზაზა მესხის არასრულწლოვანი შვილი. 23 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. მათ შორის ბოლო იყო არასრულწლოვანი, მისი ცხედარი მაშველებმა 10 სექტემბერს იპოვეს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში. სამძებრო ოპერაციების დროს ასევე გარდაიცვალა ამ სამუშაოებში ჩართული ორი სამართალდამცველი.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан

Летнее настроение. На фестивале «Лето в Москве. Все на улицу!» сыграли в уличные шашки

Преимущества жизни в Благовещенске показали по федеральному каналу

Товары с религиозной символикой хотят запретить в России

Музыкальные новости

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

До плюс 50 градусов: Каким городам России грозит аномальная жара летом 2024 года. Опубликован список

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Товары с религиозной символикой хотят запретить в России

Видео победного гола Нуралы Алипа за «Зенит» в Суперфинале Кубка России

Лавров прибыл с визитом в Гвинею

Жилье у парка: где в Москве искать новостройки рядом с зелеными зонами

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

AlfaBiom выпустили на рынок России БАД с красным ферментированным рисом

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Лифтинг — Коги (нити с насечками)

Спорт в России и мире

Потапова о поражении от Свентек на "Ролан Гаррос": организм дал сбой

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros

Moscow.media

Пожар в пятиэтажке унес жизнь неосторожного курильщика

Российские топ-компании получили предложение привезти на ПМЭФ Канье Уэста...за $1 млн

Российские учёные зарегистрировали очередную сильнейшую вспышку на Солнце

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *