Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"სკოლა აგვიშენეთ, სწავლა გვწყურია" - თბილისში, მე-11 საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მშობლებმა და ბავშვებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს - ისინი მე-11 სკოლის გაჭიანურებულ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილე მშობლები მედიასთან ამბობენ, რომ მათი შვილები უკვე მესამე წელია, სხვა სკოლის შენობაში არიან შესახლებული, სადაც დღის მეორე ნახევარში სწავლობენ და უფრო მოკლე გაკვეთილები უტარდებათ, მათი ტრანსპორტირებისთვის კი მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსები გამოიყენება. ისინი უკმაყოფილო არიან სამინისტროს კომუნიკაციითაც - აქციაზე სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი არ მისულა მშობლებთან დასალაპარაკებლად.

"სამი წელია, ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, რომ სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, შენდება, მაგრამ არავინ არ ჩანს - არც აშენების პირი უჩანს და არც არაფერი და ამიტომ გამოვხატეთ პროტესტი", - უთხრა მედიას ერთ-ერთმა მშობელმა.

"დროულად ააშენონ სკოლა. ჩემი შვილი არის მესამე კლასში და ერთი დღე არ უვლია ამ სკოლაში. ყოველდღე მგზავრობს ბავშვი დანგრეული, ჯართში ჩასაბარებელი მარშუტკით", - ეს აქციის მონაწილე კიდევ ერთი მშობელია.

"არ გვინდოდა ამ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, ქონდათ ინფორმაცია, მაგრამ არ მოვიდა არც დირექცია, არც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, არც მერიის წარმომადგენელი. გვაიძულეს, რომ ამ ფორმით გამოგვეხატა პროტესტი, არ გვიგდებენ ყურს. არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება მშენებლობა. მაგალითად გვაქვს მეათე სკოლის შენობა, შემოღობეს და გაჩერდნენ. წლებია ასეა", - გვითხრა აქციის მონაწილე სხვა მშობელმა.

აქციაზე, რომელშიც ათობით ბავშვი და მშობელი მონაწილეობდა, მივიდა სამშენებლო კომპანია "ინსის" წარმომადგენელი. ესაა კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ ხელშეკრულება მე-11 სკოლის და კიდევ სამი სხვა სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის 2023 წლის მარტში გაუფორმა.

"მარტის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი, ტენდერის მოთხოვნა იყო ამ ტერიტორიაზე დაპროექტებულიყო და აშენებულიყო საშუალო სკოლა 650 ბავშვისთვის. ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში. მარტიდან მოყოლებული მიმდინარეობს პროექტირება. ჩვენ სამი ეტაპი გვქონდა პროექტირების, სამივე ეტაპი ჩაბარებული გვაქვს პირნათლად ჩვენს ვადებში. ახლა შეტანილია პროექტი "ესიდაში" [საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო] უკვე განსახილველად. გამოვა თუ არა "ესიდადან", შევა მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღების შემდეგ, ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება ამ სკოლის მშენებლობა. 2025 წლის ივლისის ბოლოს სკოლა უნდა ჩაბარდეს, ტენდერის პირობები ასეთია", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამშენებლო კომპანია "ინსის" მთავარმა ინჟინერმა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მე-11 საჯარო სკოლას, სადაც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, სახელმწიფომ 2013-15 წლებში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარა. მაშინ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ამტკიცებდა, რომ ავარიული შენობა სრულად განახლდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც კი ადაპტირებულია. ამ რეაბილიტაციიდან რამდენიმე წელში, სახელმწიფომ შენობის დანგრევის და მისი ხელახლა აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მე-11 სკოლის და კიდევ სხვა სამი სკოლის შენობა ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტს თითქმის 40 მილიონი ლარი უჯდება.

მე-11 სკოლა არ არის ერთადერთი, რომლის მოსწავლეებიც წლებია სხვა სკოლის შენობაში სწავლობენ იმის გამო, რომ მათი სკოლა რემონტდება ან ხელახლა შენდება - იგივე პრობლემა აქვს ათობით სკოლის ასობით მოსწავლეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 

განათლების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც რემონტის და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და არც იმას განმარტავს, რამდენ ბავშვს უწევს სხვა სკოლის შენობაში სწავლა მეორე ცვლაში და მოკლე გაკვეთილებით.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Десять человек спасли из затопленных ливнем автобусов на север Москвы

Экоинспекторы устанавливают виновников создания свалки в Ленинском округе

Собянин: выборы в Мосгордуму будут серьезным экзаменом

Песков назвал нормальной практикой проведение военных учений в других регионах

Музыкальные новости

Актриса Дарья Погодина поможет сломать стереотипы о старшем поколении

Жители КЧР могут принять участие в новой акции от «Пятёрочки»  

В ЦДКЖ 18 августа ждут любителей группы «Рекорд Оркестр» на Квартирнике Евгения Маргулиса

Глушенков был признан вторым среди лучших игроков сезона РПЛ по версии футболистов

Новости России

Автомобильные кольцевые гонки на выносливость пройдут в Подмосковье

Песков назвал нормальной практикой проведение военных учений в других регионах

Дебют Минеева в боксе: «Выхожу в ринг в своей лучшей форме»

В Шаховской завершено обустройство трех «народных троп»

Экология в России и мире

Назван российский город, откуда в Турцию срочно увеличивают число рейсов, впервые поставив широкофюзеляжный самолет Airbus 330

Новые портативные ирригаторы Revyline RL 630 Green скоро поступят в представительство марки в Махачкале

Лучшие образы на лето, от которых захватит дух

Какие украшения чаще всего дарят на годовщину свадьбы: исследование «585*ЗОЛОТОЙ»

Спорт в России и мире

Александрова вышла во второй круг турнира WTA в Хертогенбосе

Испанец Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису

Мирра Андреева может стать новой Марией Шараповой

Дзюба заявил, что был бы теннисистом уровня Сафина

Moscow.media

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде

Каршеринг BelkaCar запустил летний спецпроект «Умные путешествия»

Вечерело...

Американский инсулин “Хумалог” больше не будут поставлять в РФ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *