“ამსხვრევდნენ და ანგრევდნენ იქაურობას” - სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე კიდევ ერთი დაზარალებული პოლიციელი გამოკითხა
25 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 3 მოწმე დაკითხა და ფოტო და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. სასამართლოს ჩვენება მისცეს პროკურატურის მოწმეებმა - გამომძიებელმა სალომე შიოშვილმა, ექსპერტმა მედეა ჩუბინიძემ და სპეცრაზმელმა გიორგი ჭოველიძემ.