რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე
რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული შეტევა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებზე.
ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.