Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დაპირისპირება მოხდა ბალდის კანიონთან - მოქალაქეები პროტესტს კარავში განაგრძობენ

დაპირისპირება მოხდა ბალდის კანიონთან - მოქალაქეები პროტესტს კარავში განაგრძობენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ინვესტორს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მომხდარს სამართალდამცველები სწავლობენ.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ წუხელ მათ ერთ-ერთ აქტივისტს, თაზო რუხაიას, ფიზიკურად გაუსწორდა კომპანია „კანიონ 350 -ის” დირექტორი გიორგი მერკვილძე, რამდენიმე მუშასთან ერთად. მომხდარის შემდეგ, დღეს დილით, აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანიის ავტომანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამის გამო კანიონზე სამშენებლო სამუშაოები დღეს შეჩერებული იყო.

„დავაფიქსირეთ მორიგი დარღვევა. ხრეში ჰქონდათ ჩუმად შემოტანილი. გამოვუძახეთ გარემოს დაცვას და უკან მოვდიოდით, როცა წამოვიდნენ პროვოკაციაზე. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მერე ჩვენ ერთმანეთს ვუთხარით, რომ უნდა ჩავმსხდარიყავით მანქანაში და გამოვსულიყავით. გამოსვლას ვაპირებდით, როცა ჩვენკენ წამოვიდნენ… გინებ-გინებით წამოვიდნენ თაზო რუხაიასკენ. ის 4-5-მა ადამიანმა გააკავა და პირველი გიორგი მერკვილაძემ დაარტყა, შემდეგ დანარჩენებმა. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ”, - ჰყვება ბაჩო თვარაძე, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოებოდა. მისი თქმით, პოლიციამ უკვე გამოჰკითხა ინციდენტში ჩართული პირები. თაზო რუხაიას კი უტარდება ექსპერტიზა. თვარაძემ აღნიშნა, რომ თაზოს სხეულზე მსუბუქი დაზიანებების კვალი ეტყობა.

ბრალდებებს უარყოფს გიორგი მერკვილაძე. მისი თქმით, მუშაობდნენ, როცა მათთან აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს:

„პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდნენ, როგორც ყოველთვის. თქვენ აქ, ჩვენს სოფელში, უჩვენოდ როგორ დაიწყეთ მუშაობა, თქვენი დედები…რაზეც მოხდა შეხლა-შემოხლა. მე მანქანაში ვიჯექი. გადმოვედი მაშინ, როცა ერთმანეთს სწვდნენ ხელებით. შუაში დავდექით, გავაშველეთ. თვითონ ჩასვეს მანქანაში ეს თავისი ორი ბიჭი და ამით დასრულდა ყველაფერი”, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მერკვილაძემ. მან დაამატა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აქტივისტები პროვოკაციას აწყობენ. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხრიდან მუდმივი აგრესიისა და ბულინგის გამო მუშებმა დატოვეს სამსახური და მას მოუწია ახალი მშენებლების მიყვანა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი ქუჩის აქციების შემდეგ კარავში გრძელდება. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა კანიონი კერძო კომპანიას, 24 ოქტომბრიდან კარავში ათევენ ღამეს. ისინი მშენებლობის შეჩერებას და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ მანამდე მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.

ინვესტორი კი აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა. გიორგი მერკვილაძის თქმით, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგიც არავინ ყოფილა. ის მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის იმიტომ შეჩერება სურთ, რადგან თავად უნდათ ამ ტერიტორიიდან ფინანსური სარგებლის მიღება.

სააგენტომ კანიონი, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანია „კანიონი 350-ს" 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია, კანიონი, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქციოს, ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. ბალდელების ნაწილი პროექტის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათთან გასაუბრების გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის შემდეგ ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მოხდება მისი „ჩაბეტონება“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ტერიტორია, კანონის დაცვით, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე იჯარით გაიცა. ის ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს.

როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.

კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Digital Journal: внешность и харизма Путина впечатлили китайских женщин

«Дачный сезон». Севастопольцы в числе тех, кто больше всего готовы заплатить за дачу

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Агент Малкома: у меня нет информации о приезде бразильца в Москву

Музыкальные новости

Новая попытка азербайджанских вандалов исламизировать армянское культурное наследие в оккупированном Шуши

Путин назначил врио губернаторов в пяти регионах: список имен

Эвелина Блёданс: Солнечная сказка для солнечных детей

Международная научно-практическая конференция «Культура и искусство: поиски и открытия»

Новости России

Digital Journal: внешность и харизма Путина впечатлили китайских женщин

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

Агент Малкома: у меня нет информации о приезде бразильца в Москву

Кирилло-Белозерский музей будет развивать культуру и туризм с коллегами из Китая

Экология в России и мире

Где провести бизнес-встречу в Ростове-на-Дону?

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Сотрудники СЛД «Курск» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» продолжают проводить экологические акции

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Спорт в России и мире

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

16-летнюю Volvo продали за рекордный срок

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *