Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმი შეიქმნება

კონკურსის - „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ - გამარჯვებულები გამოავლინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

როგორც სამინისტრო აცხადებს, „[კონკურსის] მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის, მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება".

კონკურსი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება. საკონკურსოდ ასევე შეიძლებოდა ხელოვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხანმოკლე პროექტის წარდგენა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის არის პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ ფილმის შექმნა. პოეტი 2022 წელს გარდაიცვალა.

კონკურსში ასევე გაიმარჯვა ჟურნალისტ ნათია ბერიძის პროექტმა „მათ შექმნეს ეპოქა“, რომელიც ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატის მომზადებას გულისხმობს.

კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგმა პროექტებმა:

„მშვიდობა მსოფლიოს“. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი (განმახორციელებელი ფ/პ ზაზა კილასონია);

„სალონური საღამოები რეგიონებში - არაყიშვილი 150“. პროექტის ფარგლებში გაიმართება „ბათუმური ლირიკის“ წარმომადგენლების, ოპერის მომღერლების - ანა ლომიაშვილის (სოპრანო), ირაკლი (ერეკლე) გურგენიძისა (ბარიტონი) და საქართველოს დამსახურებული არტისტის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის, ნატალია ჭანტურიშვილის, კამერული კონცერტები. შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის ცნობილი რომანსები და არიები ოპერებიდან. კონცერტები გაიმართება ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში და მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვნის #3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ბათუმური ლირიკა“);

ჯანი როდარის ზღაპარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. სენაკის თეატრში დაიდგმება სპექტაკლი ზღაპრის მიხედვით (განმახორციელებელი სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);

„უცნობი ოქროს ხანა“. პროექტი გულისხმობს დოკუმენტური ფილმის გადაღებას (განმახორციელებელი ა(ა)იპ ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი);

„დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 - ქართველი ავტორები“. პროექტის ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დრამატურგიის ფესტივალი გაიმართება (განმახორციელებელი შპს „ქამელეონი“);

„გული ისევ ძველებურად ძგერს“. ცისფერი ტრიოს წევრის, თამაზ სეფერთელაძის, ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნება მცირე მუსიკალური კინოჩანახატი, ნახევრად ნატურალური და ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპი (განმახორციელებელი ფ/პ მალხაზ თავართქილაძე);

„ხიდი თავისუფალ შემოქმედებით სივრცეში“. პროექტი გულისხმობს სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემიის პარტნიორობასა და თანამშრომლობას, კერძოდ, სამხატვრო აკადემია უსასყიდლოდ ჩაატარებს კონსულტაციებს, რვა სტუდენტი უსასყიდლოდ მიიღებს მონაწილეობას მოხალისეობრივ საწყისებზე, ხოლო სამხატვრო აკადემიის ხუთი სტუდენტის ტრენერ-პედაგოგი სტუდენტებთან ერთად ჩაატარებს შემოქმედებით სამუშაო შეხვედრებს და პლენერ-მასტერკლასებს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ. აქ ორჯერ ჩავა შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო შეხვედრებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასევე შეიძენენ და სკოლას გადასცემენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებსა და ინვენტარს. მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის, მოდისა და ტექსტილის დიზაინის თემატურ ჯგუფებში. შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება „არტ ვილა გარიყულას“ სივრცეში (განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია);

„ადამიანი მაინც მარტოა - პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი. შეიქმნება ფილმი პოეტ რეზო ამაშუკელზე (განმახორციელებელი ა(ა)იპ „აპოლონი და ოლიმპია“);

„აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები - ტრადიციის შენარჩუნება “. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელი პროფესიონალი მქსოველები ჩაატარებენ უფასო მასტერკლასებს, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა (განმახორციელებელი სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი);

„დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია“. პროექტით დაგეგმილია დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია, შიდა და ქვემო ქართლის სოფლებიდან მოსწავლეების თბილისში ტრანსპორტირება და მათთვის ოთხკვირიანი სასწავლო კურსის ჩატარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის (განმახორციელებელი ფ/პ დავით სილაგაძე);

ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქორეოექო “. ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება იმერეთში, საჩხერის კულტურის სახლში (განმახორციელებელი ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი);

„ვიდეოსტუდიის განვითარება“. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნება სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობა. (განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ შიოშვილი);

„მათ შექმნეს ეპოქა“. შეიქმნება ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატი (განმახორციელებელი ფ/პ ნათია ბერიძე).

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შევიდა 59 განაცხადი.

„კონკურსი წელს საზოგადოების დიდი დაინტერესების გამო ორჯერ გამოცხადდა და ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 683 720 ლარს და 96 საკონკურსო განაცხადიდან 35-მა პროექტმა გაიმარჯვა.

2022 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 660 422 ლარს. სამინისტროში შემოვიდა 228 განაცხადი. გაიმარჯვა 30-მა პროექტმა", - აცხადებს სამინისტრო.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты

Больше не окрыляет: запретить продажу энергетиков детям могут с 1 сентября

Депутат ГД Метелев предложил штрафовать родителей за курение детей младше 16 лет

Стал известен победитель седьмого сезона шоу «Удивительные люди»

Музыкальные новости

Институт экономики города и СберИндекс впервые исследовали доступность жилья в более чем 700 городах России

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Страдания юного Аюша Булчун

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Новости России

Кристина Орбакайте призналась: “Как певицу меня ругали”

Во Владивостоке платные парковки обгоняют общественный транспорт. Это многим не нравится

Криокамеру с якутскими мамонтёнком Юкой и пещерными львятами показали на выставке «Россия»

Стал известен победитель седьмого сезона шоу «Удивительные люди»

Экология в России и мире

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Страдания юного Аюша Булчун

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Семьи со всего Уральского федерального округа приняли участие в конкурсе «Это у нас семейное»

Спорт в России и мире

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

Moscow.media

Военные следственные органы Следственного комитета Российской Федерации отмечают 157-ю годовщину образования

Konica Minolta Business Solutions Russia и Facemetric предложат заказчикам решения на базе технологий компьютерного зрения

«Грузовичкоф» развивает представителей бизнес-среды

Под зеленым куполом







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *