რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სად, რამდენი, რისთვის?
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის შეყვანას და მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა მრავალი წელია ძლიერდება, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. მოსკოვი მუდმივად აახლებს სამხედრო ბაზებს.