„ისლამური ჯიჰადი“ მზადაა გაათავისუფლოს ორი ისრაელელი მძევალი
Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ ღაზაში მოქმედი „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ფრთა მზადაა გაათავისუფლოს ორი ისრაელელი მძევალი, ქალი და ბიჭი, ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზეზების გამო.
ამის შესახებ განცხადება ჩანაწერის სახით გააკეთა „ალ-ყუდსის ბრიგადების“ წარმომადგენელმა 9 ნოემბერს.
მისივე თქმით, გათავისუფლება მოხდება შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ.
7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრისას მძევლად იქნა აყვანილი დაახლოებით 240 მძევალი, ისრაელის და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები. მას შემდეგ დღემდეა მხოლოდ ოთხი მძევლის განთავისუფლება მოხდა.