ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია „დიდი შეცდომა“ იქნებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა იქნებოდა ორი სახელმწიფოს შექმნა, და რომ ღაზის სექტორის ოკუპაცია „დიდი შეცდომა.“
ბაიდენმა 15 ნოემბერს უთხრა ასევე ჟურნალისტებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც დატყვევებული ჰყავს რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს,“ რომელიც აშშ-ის, ევროპის კავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოები ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.