Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არაკომპეტენტური პირების მიერ მიიღება გაუმართლებელი გადაწყვეტილებები - ჩუბინაშვილის ცენტრი ქოროღოს რეაბილიტაციაზე

ჩუბინაშვილის ცენტრი ქოროღოს ციხის რეაბილიტაციის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში შეფასებულია ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ბოლო დროს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ფარგლებშიც თითქმის სრულადაა განადგურებული მეათე საუკუნის, ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ზურგიანი კოშკი. დასკვნაში მოცემულია ასევე რეკომენდაციები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ძეგლთა დაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად და კონკრეტულად, ქოროღოს გადასარჩენად.

ჩუბინაშვილის ცენტრმა დასკვნა დაწერა ქოროღოს კომპლექსის მიმდინარე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე - ძეგლთა დაცვის სააგენტომ უპასუხოდ დატოვა მათი მოთხოვნა ამ დოკუმენტაციის გაცემაზე.

"ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე დიდი ხარვეზებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სათავე 2019 წელს შემუშავებულ პროექტშია საძიებელი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო უხეში ჩარევა ეკლესიის და კოშკის ხუროთმოძღვრულ სტრუქტურაში. აღნიშნულმა პროექტმა არაერთი შენიშვნა დაიმსახურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე. პროექტის ავტორს მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად და პროექტის განმეორებით წარმოსადგენად. განმეორებითი განხილვის შედეგები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით ჩანს, რომ ძალაში დარჩა პროექტის განმარტებითი ბარათით გამიზნული ორი აშკარად მცდარი ქმედება: ზურგიანი კოშკის და ეკლესიის სამხრეთი მინაშენის დაშლა", - ვკითხულობთ დასკვნაში. 2019 წელს კოშკის დაშლის და თავიდან აგების გადაწყვეტილების არგუმენტად სახელდებოდა ძეგლის არასაიმედო გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგომარეობა იმის მიუხედავად, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ჩართული გეოლოგიური დასკვნა საგანგაშოს არაფერს მოასწავებდა.

ქოროღოს კომპლექსში შემავალი ზურგიანი კოშკის ნგრევის ამბავი საზოგადოებისთვის 2023 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი - რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მეათე საუკუნის ძეგლი რეალურად 2022 წლის ზაფხულში დაანგრიეს რეაბილიტაციის პროცესში. სახელმწიფო, სავარაუდოდ, გეგმავს მის ხელახლა აშენებას, თუმცა ჩუბინაშვილის ცენტრი კოშკის ასე "დაშლას" "ბრუტალურ ნგრევას" უწოდებს და შეუძლებლად მიიჩნევს ამ ნგრევის შედეგად დარჩენილი მასალის გამოყენებას კოშკის თავიდან ასაგებად.

ჩუბინაშვილის ცენტრის რეკომენდაციები ასეთია:

შეჩერდეს მიმდინარე პროექტი და მომზადდეს ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტი, რომელიც დაეფუძნება დეტალურ მულტიდისციპლინარულ კვლევებს, მათ შორის 1953-1954 და 1976-1977 წლებში ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შესწავლას.

ახალი პროექტის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სრულად უნდა მოხდეს უკვე დაშვებული შეცდომების და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება, მათ შორის ღვთისმშობლის ეკლესიაზეც (ნათხიპნი ნალესობის მოცილება კედლებსა და კამარაზე, წყლის გადასაყვანი გამართული სისტემის მოწყობა, დაძრული ქვების გასწორება და გამაგრება, ბზარების იდენტიფიცირება და მეთოდოლოგიურად სწორად შევსება და სხვა).

ზურგიანი კოშკის დანგრევისა და მისი სამშენებლო მასალის დამსხვრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად არის დაკარგული. აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა ექსპერტთა ფართო წრის ჩართულობით, თუ რა შეიძლება ვიღონოთ პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ გამოსასწორებლად. გადაწყვეტილება კოშკის მომავალთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას ამ მსჯელობის საფუძველზე და გახდეს ახალი პროექტის ნაწილი.

სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის დანგრევის შემდეგ ცალკე დარჩენილი ორი რელიეფური ქვის დასაცავად. ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავლად გვესახება მათი გადატანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ მათი დაცვა და პრეზენტაცია, არამედ დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობაც. სასურველია, ქოროღოზე (ალბათ შიგ ეკლესიაში) განთავსდეს რელიეფების მაღალხარისხიანი ასლები (მულაჟები), რათა ადგილზე მისულ მნახველს სრული წარმოდგენა შეექმნას კომპლექსური ძეგლის ყველა კომპონენტზე.

სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები კოშკის ცნობილი ასომთავრული წარწერის დასაცავად, ასევე 2014 წელს გამოვლენილი ნაკაწრი წარწერის მოსაძიებლად კოშკის ნანგრევებში. მათი შემდგომი ბედი უნდა გადაწყდეს კოშკის პროექტის კონტექსტში.

ჩუბინაშვილის ცენტრს რეკომენდაციები აქვს კულტურული მემკვიდრეობის მართვის ზოგად პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.

ქოროღოს რეაბილიტაციის პროექტის ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თავს უფლებამოსილად თვლის განახორციელოს პროექტი, რომელმაც ამა თუ იმ სექციაში თუ საბჭოზე განხილვისას ექსპერტების მხრიდან უარყოფითი შეფასება მიიღო. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გამოცდილი სპეციალისტების რჩევებისა და შენიშვნების გვერდის ავლით, არაკომპეტენტური პირების მიერ მიიღება გაუმართლებელი გადაწყვეტილებები. აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაწყვეტილების მიღების სისტემის ძირეული რეფორმა, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრაქტიკა.

ქოროღოს კომპლექსზე უკვე ჩატარებული სამუშაოების შემხედვარე, მათი შემსრულებელი ხელოსნების კვალიფიკაცია სერიოზულ ეჭვს იწვევს. აუცილებელია ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დასაქმებულნი იყვნენ მხოლოდ შესაბამისი ხელობის კარგად მცოდნე ოსტატები. გასაგებია, რომ ქოროღოს სპეციფიკური მდებარეობისა და პირობების გამო, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყველა ღონე უნდა იქნეს ნახმარი, რათა შესაბამისი საშუალება გამოინახოს.

სატელევიზიო ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რომ პროექტში დასაქმებულ მუშებს (ყოველ შემთხვევაში ერთ მათგანს) კარგად არ ესმით არც ქოროღოს კომპლექსის განსაკუთრებული კულტურული ღირებულება და არც საკუთარი მოვალეობები. აუცილებელია ყველა მუშასა და ხელოსანს, ვინც აქ იმუშავებს, ჩაუტარდეს ტრენინგი და ცხადად განემარტოს, თუ რა ეხება მას და რა - არა, რას მოიცავს მისი სამუშაო და რა მძიმე შედეგები მოჰყვება თვითნებურ მოქმედებას.

ქოროღოზე მომუშავე პერსონალი დიდწილად უყურადღებოდ არის დატოვებული. საჭიროა შეიქმნას ამ სპეციფიკურ პირობებზე მორგებული კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების მუდმივ ზედამხედველობას და ხარისხის რეგულარულ შემოწმებას. თუ სააგენტოს საამისოდ საკმარისი კვალიფიციური პერსონალი არ ჰყავს, საჭიროა ზრუნვა საქმეში დამატებითი პროფესიული რესურსების ჩართვაზე.

 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომების პრევენციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროექტის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობა და საჯაროობა. კონკრეტულად ამ პროექტის შემთხვევაში კი, ჩუბინაშვილის ცენტრი თვლის, რომ პროფესიულ წრეებსა და ფართო საზოგადოებას მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია ქოროღოზე დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებზე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Детский сквер в пос Октябрьский Люберец начнут благоустраивать в июне

Эксперты рассказали, как очистить унитаз с помощью лаврового листа

Экспедиция по поиску павших в боях с японцами советских солдат стартовала в Монголии

«Окончательный удар по Макрону»: Новая Каледония восстала против Франции

Музыкальные новости

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.

На заводах АО "Желдорреммаш" внедряется автоматизированная система по рекламационно-претензионной работе “Астрея”

В Самарской области состоится третий отборочный этап на Кубок России по гонкам дронов

Новости России

Где построят новые дома для пострадавших от паводка в Орске? Список территорий и дизайн-проекты

«Окончательный удар по Макрону»: Новая Каледония восстала против Франции

Эксперты рассказали, как очистить унитаз с помощью лаврового листа

Европеец переехал в Россию и удивился одной особенности жизни в стране

Экология в России и мире

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» пополнило экспозицию выставки «БАМ: наследие для будущего»

Пермский край, Суксунский район

Спорт в России и мире

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

«Грузовичкоф» развивает представителей бизнес-среды

Завершен очередной этап строительства моста в Мнёвниках

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Алуште

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *