მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას 10:00 საათიდან, ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.