ნატოს სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 24 - რას ნიშნავს ეს ევროპისათვის?
თვის ბოლოს ნატო დაიწყებს ცივი ომის შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნებს Steadfast Defender 24, რომელშიც სამხედრო ალიანსის წევრი 31 ქვეყნის და შვედეთის 90 ათასი ჯარისკაცი 4 თვის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის მანევრებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში.