“მე ხელოვანი ვარ. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი!” - ასეთი განცხადება ღიმილის მომგვრელია. ყოველ შემთხვევაში კინოს სამყაროში მაინც. არადა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ტარდებოდა კინოფესტივალები, რომელთა ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ “მაღალ ხელოვნებას” უჭერდნენ მხარს და პოლიტიკას ემიჯნებოდნენ.