მატრონა მოსკოველის ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება - ამბობს მღვდელმსახური
მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "მოგვარებულია პრობლემა".