ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში +29 გრადუსია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2 და 3 აპრილს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დათბება. ხვალ და ზეგ მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი, 4 აპრილს კი ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი.