"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით" - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება "აგენტების კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს - ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.