დეპუტატი ზავრადაშვილი: მზად ვარ სანქციებისთვის
საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ირმა ზავრადაშვილი, მზად არის, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს აშშ-დან სანქციები დაუწესდეთ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა სავიზო სანქციების შესაძლო შემოღებას პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებისთვის, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან“.