"მიშა არის ინიციატორი ამ ყველაფრის, მაგრამ ვითომ არ ჩანს"- უკრაინული საიტი "უკრაინსკაია რევოლუცია" სავარაუდოდ ლადო და გოკა გაბაშვილების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს
უკრაინული საიტი "უკრაინსკაია რევოლუცია" სავარაუდოდ ლადო და გოკა გაბაშვილების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც საუბარია პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე. ჩანაწერის თანახმად, გოკა გაბაშვილი უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით საყვარელიძეს და სხვებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.