საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის სამი წევრი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
"სახალხო ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მზექალა შანიძე და ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ხოშტარია.