,,ჩვენს გეგმებში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება არ შედის. ერთადერთი, ვისთანაც ვერთიანდებით, ქართული საზოგადოებაა"
,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ გეგმებში სხვა პარტიასთან გაერთიანება არ შედის. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ 20/30-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.