Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმიდან“ არჩევნებს 1800 ადამიანი დააკვირდება

21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „ჩემი ხმის“ სპიკერმა ლონდა თოლორაიამ თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა რეგისტრაცია დაასრულა. მისი ინფორმაციით, დარეგისტრირდა 4200 ადამიანი, რომელთაგან არჩევნებს 1800 დააკვირდება.


„ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. აქვე დავაანონსებთ, რომ 25 ოქტომბერს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს“, - თქვა თოლორაიამ.


ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში მოემსახურება 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილია 3 044 უბანი.




„ჩემი ხმის“ განცხადებით, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების, უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მმართველი პარტიის ხელში ხვდება პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო უწყებები ფლობენ.


„როგორც ჩანს, ამომრჩეველთა მონაცემები სახელმწიფო უწყებების მიერ გადაეცემა მმართველ პარტიას, რათა უფრო მარტივი იყოს ამომრჩეველთა მართვა“, - დაამატა მან.




საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *