„ნუგზარ ბოჭორიშვილს გადახდილი აქვს 200 ათასი დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა მას შემდეგ უნდა გადაეხადა, რაც ეს პრობლემა მოგვარდებოდა“
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ იგივე ინფორმაცია, რაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა გაავრცელა - პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, პოლიტიკოსების მიერ 200 ათასი დოლარის აღების შესახებ - მასაც აქვს.