Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უიტკოფი: ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბარი შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს - ამბობს ტელეკომპანია CNN-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, რომელიც ახლახან მოსკოვში იმყოფებოდა, მანამდე კი საუდის არაბეთში მიიღო მონაწილეობა უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში.

უიტკოფის თქმით, მოსკოვში მას პოზიტიური მოლაპარაკება ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, საუბარი გაგრძელდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში. უიტკოფი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი საუბარიც "კარგი და პოზიტიური იქნება".

გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგების თანახმად, უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები", რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კიევი რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *