როგორც “მარშალპრესისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის მიერ მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი, ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემულ იქნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციაზე. 2013 წლის 14 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ქარელის სამსახურს განცხადებით მიმართა გიორგი აბაშიშვილის დედამ ქეთევან აბაშიშვილმა, რათა მომხდარიყო რეგისტრაცია ქირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ მის უძრავ ქონებაზე […]