„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობით არ დაინტერესდებიან. ამ საკითხზე მას ჟურნალისტებმა კითხვა ბახმაროში დაუსვეს, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებდა.