Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დაზვერვა: ფხენიანმა რუსეთში გაგზავნა 5000 სამხედრო მშენებელი და 1000 გამნაღმველი

სამხრეთ კორეის დაზვერვა (NIS) იუწყება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა 5000 სამხედრო მშენებელი. ამ ცნობას ავრცელებს სამხრეთ კორეის სააგენტო "რენჰაპი" და ეყრდნობა პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც დაზვერვის თანამშრომლებმა დახურული ბრიფინგი ჩაუტარეს.

ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, სამხედრო მშენებლები რუსეთში გადაყავთ სექტემბრიდან და მათ, სავარაუდოდ, ამუშავებენ ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ჩრდილოეთი კორეიდან რუსეთში გაგზავნეს ათასამდე გამნაღმველი, რომლებიც, სავარაუდოდ, მუშაობენ კურსკის ოლქში - სადაც გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის გაზაფხულამდე მიმდინარეობდა ბრძოლები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ბრძოლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთი კორეის 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი. გავრცელებული შეფასებით, მათ რიგებში დანაკარგი მოიცავს ათასობით მოკლულ და დაჭრილ სამხედროს. 2025 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთი კორეის სამხედროებს მადლობა გადაუხადა კურსკის ოლქის ბრძოლებში მონაწილეობისთვის.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შოიგუსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ფხენიანში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით 2025 წლის ივნისში სააგენტო "ტასსი" იუწყებოდა, რომ ფხენიანი გამოვიდა რუსეთში 1000 გამნაღმველის და 5000 სამხედრო მშენებლის გაგზავნის პირობით, კურსკის ოლქის აღსადგენად.

ამასთან, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში რჩება ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო - მათ გარდა, ვინც იქ კიდევ ჩადის. ბოლო თვეებში ცნობები არ გავრცელებულა ბრძოლებში მათი მონაწილეობის თაობაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *