Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკომისია ამზადებს გეგმას ბლოკის დასაცავად უცხოეთის ჩარევისგან და დეზინფორმაციისგან

ევროკომისია ემზადება წარსადგენად გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ბლოკის და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების დაცვას უცხოეთის ჩარევისგან და პოლიტიკური მანიპულაციისგან.

"დემოკრატიის ფარი", როგორც გეგმას უწოდებენ, არის წინადადებათა კრებული, რომელიც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) გაეცნო, ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არის მთავარი პირდაპირი საფრთხე ევროკავშირისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ბლოკში გაწევიანება სურთ.

ევროკომისია გეგმას 12 ნოემბერს წარმოადგენს.

"უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი აგრესიის ომის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ესკალაციას ჰიბრიდულ თავდასხმებისა, ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს გავლენის ომს. გამოყენებული ტაქტიკა ღრმად აღწევს ჩვენი საზოგადოებების ქსოვილში, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით" - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში და იქვე აღნიშნულია - "შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებით - რაც ზოგჯერ ისტორიული ფაქტებით მანიპულაციას და მათ გაყალბებას მოიცავს - ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ნდობას დემოკრატიული სისტმების მიმართ".

30 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში სხვა სახელმწიფო ნახსენები არ არის, თუმცა ბლოკს მანამდე გამოთქმული აქვს შეშფოთება ჩინეთის მცდელობებზე პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს კონტინენტის მასშტაბით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *