Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანი მოითხოვს, რომ დაბომბილ ატომური ობიექტებზე წვდომისათვის ახალი შეთანხმებაა საჭირო

ირანმა განაცხადა, რომ 12-დღიანი ომის დროს დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე წვდომისთვის ახალი ჩარჩოა საჭირო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ თქვა, რომ ისრაელთან ბოლო ომის დროს თავდასხმის შედეგად ქვეყნის ბირთვული ობიექტების ზედამხედველობისთვის ახალი მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული.

თეირანი დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშაა, რათა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორები ობიექტებზე შეუშვას.

„ჩვენ გვჭირდება მეთოდი ან ჩარჩო, თუ როგორ შევამოწმოთ ეს ობიექტები“, - თქვა მან ბრიტანულ ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს Telegram-ის თავის არხზე გამოქვეყნდა.

„არსებობს უსაფრთხოების რისკი; არის აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, რაკეტები და ა.შ. ასევე არსებობს რადიაციის საშიშროება“, - განაცხადა არაყჩიმ.
მინისტრის თანახმად, ირანს აშშ თავდასხმით ემუქრებოდა, თუ ვინმე მიუახლოვდებოდა ამ ობიექტებს.

ივნისის შუა რიცხვებში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო საომარი მოქმედება დაიწყო, რასაც მოჰყვა 12-დღიანი ომი, რომელშიც აშშ-ც ჩაერთო და დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები

ომის შემდეგ ირანმა მკაცრად შეზღუდა გაეროს ბირთვული ინსპექტორების წვდომა თავის ბირთვულ ობიექტებზე.

რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში, ირანსა
და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს (IAEA) შორის კაიროში შეთანხმებას მიაღწიეს თანამშრომლობის ჩარჩოს შესაქმნელად.

ეს შეთანხმება თეირანმა გასულ თვეში ბათილად გამოაცხადა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა (E3) გაეროს სანქციების აღდგენა დაიწყეს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო გაუქმებული.

ხუთშაბათს, IAEA-ს მმართველთა საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც თეირანს „სრული და სწრაფი“ თანამშრომლობა მოსთხოვა, მათ შორის საგანგებო ბირთვულ ობიექტებზე წვდომა.

სანაცვლოდ, ირანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა IAEA-ს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კაიროს შეთანხმება „გაბათილებულია“.

„იმის გათვალისწინებით, რომ E3 და აშშ ესკალაციას ცდილობენ, მათ კარგად იციან, რომ კაიროს შეთანხმების ოფიციალური შეწყვეტა მათი პროვოკაციების პირდაპირი შედეგია“, - წერს არაყჩი X-ზე.

12-დღიანმა ომმა ასევე ჩაშალა თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაბომბვამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში დაწყებული მაღალი დონის ბირთვული მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ორივე მხარე უთანხმოებაში იყო ირანის ურანის გამდიდრების უფლების გამო - რომელსაც თეირანი „განუყოფელ“ უფლებას უწოდებს.

„ისევე, როგორც დიპლომატია, რომელსაც ივნისში ისრაელი და აშშ თავს დაესხნენ, კაიროს შეთანხმებაც აშშ-მ და E3-მა ჩაშალეს“, - არაყჩიმ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *