Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში საპროტესტო მსვლელობისას პოლიცია კვლავ აკავებს მოქალაქეებს

თბილისში, ყოვედღიური ანტისამთავრობო გამოსვლებისას გამართულ მარშზე პოლიციამ 21 ნოემბერსაც დააკავა აქციის მონაწილე. მურმან შელია, რომელიც პოლიციამ ტროტუარზე დგომისას დააკავა, პოლიციელებს დაკავებამდე ეკითხებოდა: "ყველაფერს დავემორჩილო?"
ამ კითხვის შემდეგ ის ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა ათამდე პოლიციელმა.


დაკავებულია ასევე თამუნა გიორგაძე - ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ დროას წევრი თათა ფერაძე ავრცელებს. თამუნა გიორგაძეც პოლიციამ ტროტუარზე დააკავა. OC MEDIA-ს ჟურნალისტის, მარიამ ნიკურაძის ცნობით, დაკავებულია ასევე კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც თამუნა გიორგაძის გამოხსნას ცდილობდა პოლიციელებისგან.
პოლიციამ დააკავა ირაკლი ფიფიაც - ის დაკავებული იყო 2024 წლის დეკემბერშიც, რა დროსაც სპეცრაზმელების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა.
ღამის 11 საათის მდგომარეობით, პოლიციას რუსთაველზე, ოპერასთან, ფაქტობრივა გადაკეტილი აქვს მიწისქვეშა გადასასვლელები და მოქალაქეებს, რომლებიც მარშირებდნენ, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევს.
საპროტესტო გამოსვლები თბილისში უკვე თითქმის ერთი წელია უწყვეტად მიმდინარეობს - უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტის დასასუსტებლად ხელისუფლებამ არაერთი კანონი შეცვალა და საპოლიციო პრაქტიკა განაახლა.
ბოლო ორი კვირის ტენდენციით, პოლიცია ცდილობს საპროტესტო მსვლელობა არ გადავიდეს გზის ავტომობილებისთვის განკუთვნილ ნაწილებზე იმის მიუხედავად, რამდენი დემონსტრანტია ტროტუარზე . პოლიციელების ცოცხალი კედლით რეგულირდება მსვლელობების მიმართულებებიც ტროტუარზე - მხოლოდ ბოლო სამ დღეში 15 ადამიანია დაკავებული საპროტესტო მარშებზე პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *