Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა დემონსტრაციების ჩახშობისთვის

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ხუთ ჩინოვნიკს, რომლებსაც ბრალს სდებს კავშირში საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობასთან.

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა ნუსხაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი. შეზღუდვები ასევე შეეხო პოლიციის რეგიონული განყოფილებების ოთხ ხელმძღვანელს და ლორესტანისა და ფარსის პროვინციებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალთა მეთაურებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ლარიჯანი პასუხისმგებელია ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხო ზომების კოორდინაციაზე და იგი საჯაროდ გამოდიოდა ძალის გამოყენებისკენ მოწოდებით სამშვიდობო აქციების ჩასახშობად. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა სიაში მოხვედრილი მეთაურები ძალადობას მიმართავდნენ ირანელების წინააღმდეგ და ხოცავდნენ საპროტესტო აქციათა მონაწილეებს.

"მას მერე, რაც 2025 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციები დაიწყო, ირანის უსაფრთხოების ძალები საბრძოლო ტყვიებს უშენდნენ დემონსტრანტებს, ირანელ ხალხს ართმევდნენ სიცოცხლესა და თავისუფლებას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-მა სანქციები დააწესა ასევე ფარდისის ციხის მიმართ - სადაც, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქალები დაუქვემდებარეს "სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას".

სანქციები დაუწესდა იმ რამდენიმე პირსა და ორგანიზაციასაც, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო ბრალს სდებს კავშირში ირანის ნავთობის და ნავთობის პროდუქტების უცხოეთის ბაზრებზე გაყიდვით მიღებული მოგების გათეთრებაში, ე.წ. "ჩრდილოვანი ბანკინგის" დახმარებით.

ირანში დეკემბრის ბოლოდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწყვევას ირანის კლერიკალური მმართველობისთვის, 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროიდან. აქციათა მონაწილეები თავიდან გამოდიოდნენ მოთხოვნებით, რომლებიც უკავშირდებოდა ეკონომიკურ კრიზისს, კერძოდ, ფულის ეროვნული ერთეულის, რიალის ვარდნას და ინფლაციას, თანდათანობით დემონსტრაციებზე გაისმა ხელისუფლების საწინააღმდეგო და მონარქიის აღდგენის მხარდამჭერი ლოზუნგებიც.

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგ სამთავრობო რეპრესიების შედეგად დახოცილია ათასობით ადამიანი, დაკავებულია 18 000-მდე პირი.

ირანში კვლავ გათიშულია ინტერნეტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანმა გადადო დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა - ტრამპის თქმით, ეს ინფორმაცია მას წყაროებმა აცნობეს. ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დაძაბულობა კვლავ მაღალია, აშშ განიხილავს სამხედრო და სხვა ფორმის ზომებს თეირანის წინააღმდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *