Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Январь
2026

Новости за 15.01.2026

Radiotavisupleba.ge 

სტოლერმანის საქმე: მკვლელობა პარტიტურის სამი ფურცლისთვის

1920 წლის 15 იანვარს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფემიციდი მოხდა. დირიჟორმა სამუელ სტოლერმანმა კარის ჭუჭრუტანიდან ორი გასროლით მოკლა მეუღლე ალექსანდრა, რომელსაც მეორე ოთახში ეძინა. ეს საქმე განსაკუთრებით უცნაური იმის გამოა, რომ დამნაშავედ ისევ გარდაცვლილი გამოიყვანეს. სასამართლოს ქუჩიდან დაწყებული უსამართლობამეოცე საუკუნის ათიან წლებში საქართველოში ქართული ოპერების დადგმა დაიწყეს. მანამდე თბილისმა მხოლოდ იტალიური ოპერები იცოდა. ზაქარია ფალიაშვილი ამას იმდენად განიცდიდა, თავის ჩანაწერებში ამბობდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა დემონსტრაციების ჩახშობისთვის

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის ხუთ ჩინოვნიკს, რომლებსაც ბრალს სდებს კავშირში საპროტესტო დემონსტრაციების ჩახშობასთან. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა ნუსხაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი. შეზღუდვები ასევე შეეხო პოლიციის რეგიონული განყოფილებების ოთხ ხელმძღვანელს და ლორესტანისა და ფარსის პროვინციებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალთა მეთაურებს. უწყება აღნიშნავს, რომ ლარიჯანი პასუხისმგებელია ირანში მიმდინარე საპროტესტო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო გამოსვლები ირანში: მოსკოვის როლი და აშშ-ის პოზიცია

სამშაბათს, 13 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელონ საპროტესტო აქციები. მან თქვა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება“. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადება წინა დღესთან შედარებით აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე მიუთითებს. ორშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვნიდან ორს დემეტრე ჩიქოვანსა და ა.ნ.-ს ბრალი დაუმძიმეს. მასალაში არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანის სახელი და გვარი მისი დედის თანხმობით არის ნახსენები. ორივე მათგანი პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვნის [ა.გ.] მეგობრები არიან. დამძიმებული ბრალის შესახებ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა დაკავებული არასრულწლოვნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დრონები, რაკეტები და კიდევ რა? - ირანის როლი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში

ბოლო წლებში ირანი რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრემლი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა. თუმცა რადიო თავისუფლებას ექსპერტებმა უთხრეს, რომ მოსკოვისთვის ეს მხარდაჭერა აღარ თამაშობს მთავარ როლს ომში. 20221 წლიდან რუსეთისთვის მიწოდებული ირანული საჰაერო თავდაცვისა და ბალისტიკური რაკეტების ღრებულება 2,7 მილიარდი დოლარი იყო, ნათქვამია Bloomberg-ის 12 იანვრის რეპორტაჟში, რომელიც ეყრდნობა უსაფრთხოების სფეროს დასავლელ წარმომადგენელს. წყაროს ვინაობას Bloomberg-ი არ ამხელს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა დააკავა ვენესუელასთან დაკავშირებული მეექვსე ტანკერი

აშშ-მა ოპერაცია ჩაატარა ვენესუელასთან კავშირის მქონე კიდევ ერთი - ბოლო კვირებში უკვე მეექვსე - ტანკერის, Veronica-ის დასაკავებლად. ამ ცნობას ავრცელებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა. "ერთადერთი ნავთობი, რომელიც ვენესუელიდან გავა, იქნება ის ნავთობი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება მართებული ფორმით და კანონთან შესაბამისად" - ნათქვამია შეტყობინებაში. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ხომალდი Veronica, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავს, ბოლოს აღრიცხეს 12 დღის წინ, ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ვეღარ ჩაიყვანს ოჯახის წევრებს“ - რას ნიშნავს აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება და ვის შეეხება?

აშშ-ში მუდმივად ცხოვრება და მუშაობა სულ უფრო ძნელდება და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. 21 იანვრიდან აშშ საიმიგრაციო სამსახური ვიზების გაცემას აჩერებს 75 ქვეყნისთვის, ამ სიაშია საქართველოც. ეს გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდა.

Radiotavisupleba.ge 

პუტინი ამბობს, რომ მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება, არ ახსენებს მადუროს და ირანს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, საერთაშორისო სიტუაცია გაუარესდა და მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება - თუმცა ამ განცხადებებით გამოსვლისას, პუტინს არ უხსენებია ვითარება ვენესუელასა და ირანში. ვლადიმირ პუტინს ჯერაც არ გაუკეთებია საჯარო განცხადება აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დამხობაზე, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებზე გრენლანდიასთან მიმართებით. "საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება მზარდად უარესდება - ვფიქრობ, ამას ვერავინ უარყოფს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელიც ბავშვზე TikTok-ის საშუალებით სექსუალურად ძალადობდა - „საფარი“

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იუწყება, რომ სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც მცირეწლოვანზე Tik Tok-ის საშუალებით სექსუალურად ძალადობდა.

Radiotavisupleba.ge 

ქიშმიშიდან ჰეროინამდე - რას ყიდულობს და ყიდის საქართველო ირანში, რა შემოდის უკანონოდ?

საქართველო ირანის მთავარ და გავლენიან ბიზნესპარტნიორად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო 12 წელში ირანთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, “ქართული ოცნება” კი ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირს სანქციების დაწესება სურს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანისთვის და ბალეტის რუსი მოცეკვავისთვის

ევროკავშირის ოფიციალური პირები გამოვიდნენ სანქციების დაწესების მოწოდებით რუსეთის ტელევიზიის ცნობილი ფიგურებისთვის, მათ შორის პაველ ზარუბინისთვის - სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორისთვის, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ მაამებლური მაუწყებლობით და, ამავდროულად, თითქმის შეუზღუდავი წვდომით თავად პუტინთან. შემოთავაზებული ზომები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ეხება კიდევ ხუთ ცნობილ ფიგურას, მათ შორის ასევე ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას და სერგეი პოლუნინს - ბალეტის ცნობილ მოცეკვავეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გავითვალისწინებთ ძმური ირანის შეშფოთებას დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში - ფაშინიანი ირანის ელჩის კრიტიკაზე აქციების გამო

ერევანში ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციების გამო სომხეთში ირანის ელჩის საჯარო საყვედურის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაითვალისწინოს „მეგობრული და ძმური ქვეყნის, ირანის ყველა შეშფოთება“.

Radiotavisupleba.ge 

„ვიცით, რომ მსხვერპლია“ - ფერეიდნელი ქართველები ირანში

ფერეიდნელი ქართველები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ირანში სახალხო პროტესტის ჩახშობას მათი ნათესავები და მეგობრებიც ემსხვერპლნენ, თუმცა დეტალების და გარემოებების დადგენა უჭირთ.

Radiotavisupleba.ge 

„მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი“ - მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამ მოზარდს ბრალი დაუმძიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა ავრცელებს. დამძიმებელი ბრალი, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს, დაკავებულებს გუშინ, 14 იანვარს წაუყენეს.

Radiotavisupleba.ge 

თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ორი საათი განიხილავდნენ TRIPP-ზე აშშ-სომხეთის შეთანხმებას

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ჰაკან ფიდანი „ტრამპის მარშრუტის ჩართო-შეთანხმებას“, - ახალ დოკუმენტს, რომელზეც სომხეთი აშშ გუშინ შეთანხდნენ, - ორი საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ?

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პოზიციას, რომ შესაძლო რეფერენდუმზე მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აკრიტიკებენ. პრეზიდენტი სანდუ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს - ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში.

ИА «Новости-Грузия» 

Россия будет добиваться своих целей до готовности Киева к урегулированию – Путин

Россия стремится к долгосрочному и устойчивому миру и готова выстраивать взаимовыгодные отношения со всеми международными партнерами, заявил Путин во время встречи с новыми иностранными послами в РФ

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის აეროპორტის გაფართოებაზე ხელშეკრულებას ხელს ფრანგულ Groupe ADP-სთან მოაწერენ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს, რადგან, მისი თქმით, ხელი ეწერება ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გაფართოვდეს.

Radiotavisupleba.ge 

თეთრ სახლში გრენლანდიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა ვერ დაძლიეს

14 იანვარს, საღამოს, თეთრ სახლში აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის სურვილი დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე, გრენლანდიაზე, კონტროლის დამყარების შესახებ. ტრამპის თქმით, აშშ-ს დანიასთან კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ ვაშინგტონს ვერ ექნება მოლოდინი, რომ არქტიკული კუნძულის დაცვას დანია შეძლებს. მისი თქმით, დანია ვერაფერს გააკეთებს, თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის „ოკუპაციას“ მოისურვებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მოუწოდებს, დროშის დღის მისალოცი ვიდეო აიღონ

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერი შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიმართავს, სოციალური ქსელიდან წაშალონ ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი აშშ-ში საიმიგრაციო შეზღუდვებზე: ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსთვის პოზიტიურად წარმოაჩენს აშშ-ის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვას, რომელიც საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას შეეხება.

Radiotavisupleba.ge 

შალვა პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საჩივრით მიმართეს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს - BBC-ს - უჩივიან. ამის შესახებ მან პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

ირანელ აქტივისტ ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი - ირანის სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედია სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანის. ამის შესახებ ცნობას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სასამართლოს თანახმად, სოლტანის ბრალი ედება "ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში". ეს ბრალდება კი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. სოლტანი ამჟამად ქალაქ კარაჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. ნორვეგიაში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა Hengaw-მა... Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *