Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანი უარყოფს განმუხტვის მიზნით შეთავაზებებს. ისრაელი აცხადებს, რომ მოკლა ირანის უშიშროების საბჭოს მმართველი

ისრაელმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ მოკლა ირანის უშიშროების საბჭოს მმართველი, რომელიც ომის პირველივე დღიდან ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა იყო, ხოლო ირანის მაღალი რანგის მოხელემ განაცხადა, რომ ახალმა უზენაესმა ლიდერმა უარყო შუამავალი ქვეყნების მიერ შეთავაზება განმუხტვის შესახებ.

ირანს არ ჰქონია კომენტარი ისრაელის განცხადებაზე, რომ მოკლა ალი ლარიჯანი, რომელიც ფართოდ ითვლება ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად და მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ვაჟისა და მემკვიდრის, მოჯთაბას ნდობით აღჭურვილ ადამიანად.
ორ კვირაზე მეტი ხნის ომის შემდეგ ირანის დაუმორჩილებლობის ნიშნად, ირანელმა მოხელემ, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, განაცხადა, რომ უმცროსმა ხამენეიმ უარყო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემული წინადადებები „დაძაბულობის შემცირების ან შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“. ოფიციალურმა პირმა დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

მან განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეიმ უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ პირველი საგარეო პოლიტიკური შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ „მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ არის მანამ, სანამ შეერთებული შტატები და ისრაელი არ დაიჩოქებენ, არ შეეგუებიან დამარცხებას და არ გადაიხდიან კომპენსაციას“.
მას არ უთქვამს, რა ფორმით მიიღო ხამენიემ შეხვედრაში მონაწილეობა.
აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ მესამე კვირაა გრძელდება.
Reuters-ის თანახმად, სულ მცირე 2000 ადამიანი დაიღუპა და საომარი დაპირისპირებას დასასრული არ ჩანს. ჰორმუზის სრუტე დიდწილად ჩაკეტილია.
აშშ-ის მოკავშირეებმა უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, დაეხმარონ მათ გაიხსნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობის სატრანსპორტო გზა, რომლის მეშვეობითაც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% მოძრაობს.
ნატოს მოკავშირეთა უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ არ სურთ კონფლიქტში ჩართვა, განაცხადა ტრამპმა 17 მარტს და მათ პოზიციას „ძალიან სულელური შეცდომა“ უწოდა.
„იმის გამო, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, ჩვენ აღარ „გვჭირდება“ და არც გვსურს ნატოს ქვეყნების დახმარება - ჩვენ არასდროს გვქონია!“ დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.

ნავთობის ფასები 17 მარტისთვის დაახლოებით 3%-ით გაიზარდა, რადგან ირანმა განაახლა დარტყმები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობის ობიექტებზე და დაახლოებით 45%-ით გაიზარდა 28 თებერვალს ომის დაწყებიდან, რაც გლობალური ინფლაციის ახალი ზრდის შეშფოთებას იწვევს. მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ ათობით მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება, თუ ომი ივნისამდე გაგრძელდება.


ისრაელმა განაცხადა, რომ მან ასევე მოკლა კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოხალისეთა “ბასიჯის” რაზმებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიდა უსაფრთხოებაში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა სოლეიმანის სიკვდილი, მაგრამ არ დააკონკრეტა, ცოცხალი იყო თუ არა ლარიჯანი.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელმა „ფაქტობრივად, უკვე მოიგო ომი“, მაგრამ არ დაუსახელებია ომის დასრულების ვადები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *