Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2026

Новости за 17.03.2026

Radiotavisupleba.ge 

ირანი უარყოფს განმუხტვის მიზნით შეთავაზებებს. ისრაელი აცხადებს, რომ მოკლა ირანის უშიშროების საბჭოს მმართველი

ისრაელმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ მოკლა ირანის უშიშროების საბჭოს მმართველი, რომელიც ომის პირველივე დღიდან ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა იყო, ხოლო ირანის მაღალი რანგის მოხელემ განაცხადა, რომ ახალმა უზენაესმა ლიდერმა უარყო შუამავალი ქვეყნების მიერ შეთავაზება განმუხტვის შესახებ. ირანს არ ჰქონია კომენტარი ისრაელის განცხადებაზე, რომ მოკლა ალი ლარიჯანი, რომელიც ფართოდ ითვლება ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად და მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ვაჟისა და მემკვიდრის, მოჯთაბას ნდობით აღჭურვილ ადამიანად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ მიიღო ევროკავშირის შეთავაზება მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენასთან დაკავშირებით; სამუშაოებს დრო დასჭირდება

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიიღო ევროკავშირის შეთავაზება ტექნიკური დახმარებისა და დაფინანსების შესახებ, რათა აღდგეს ნავთობის ნაკადის მიწოდება დაზიანებული მილსადენი „დრუჟბას“ მეშვეობით, თუმცა ასევე მიანიშნა, რომ რუსული ნავთობის უნგრეთსა და სლოვაკეთში მიწოდების აღდგენას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. 17 მარტს გამოქვეყნებულ - ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საქაჩი სადგურის აღდგენა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი გახდა 1977 წლის 25 დეკემბერს. ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია ილია მეორის ხანგრძლივი პატრიარქობის პერიოდის სხვადასხვა მომენტში გადაღებული ფოტოები - ლიტურგიები, ოფიციალური შეხვედრები, საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი კადრები

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

დღეს, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ცნობით, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის დასახლებების მშენებლობის გამო 36 000-ზე მეტმა პალესტინელმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის განცხადებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 000-ზე მეტი პალესტინელი იძულებით გადაადგილდა ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოებისა და მასთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

Radiotavisupleba.ge 

ბავშვებისთვის მულტფილმები, ირანისთვის ფული, ჰუთებისთვის იარაღი - ავღანელი ძმებისა და ირანელის ბიზნესქსელი მოსკოვში

ორი მოსკოვური ანიმაციური სტუდიის უკან ერთი ირანის მოქალაქე და ორი ავღანელი ძმა - ყოფილი ავღანელი დიპლომატის შვილები დგანან. სამივე კი, სავარაუდოდ, ჩრდილოვან ბიზნესინტერესებთან და შესაძლოა, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობასთანაც არის დაკავშირებული.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი: დროებითი, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვების და D-ტიპის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები არ უნდა გაეყინოთ

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ოფიციალური რეკომენდაციები რუსეთის მოქალაქეების მიმართ საბანკო სანქციების გამოყენების შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

ირანი ცდილობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი მატჩების ლოს-ანჯელესიდან და სიეტლიდან მექსიკაში გადატანას

ირანს სურს, რომ FIFA-მ ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები აშშ-დან მექსიკაში გადაიტანოს. ეს ინფორმაცია მექსიკაში ირანის საელჩოს X-ანგარიშის მიხედვით გავრცელდა.

Radiotavisupleba.ge 

რისთვის სჭირდება ყაზახეთს ახალი კონსტიტუცია?

15 მარტის რეფერენდუმზე ყაზახეთის ამომრჩეველთა 87%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვნად შეცვალა. რეფორმა, ხელისუფლების თქმით, მოდერნიზაციას ემსახურება, თუმცა კრიტიკოსები პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებაზე მიუთითებენ.

Radiotavisupleba.ge 

მეორე დღეა, ილია II ჰოსპიტალიზებულია - მინისტრი სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ახლა ის კვლავ „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია“.

Radiotavisupleba.ge 

"ირანი ჩვენს ქვეყანას არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნიდა" - აშშ-ის სახელმწიფო კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი გადადგა

აშშ-ის სახელმწიფო კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა 17 მარტს თანამდებობა დატოვა და გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ირანში ომის გამო თანამდებობა დატოვა.

Radiotavisupleba.ge 

ბაბ-ელ-მანდების სრუტე - შემდეგი ცხელი წერტილი ირანის ომში?

შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანი ჰორმუზის სრუტეს ბლოკავს, ეს კი მსოფლიოში ნავთობის ფასებს ზრდის. ექსპერტების აზრით, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს, თუ ნავიგაცია შეფერხდება ბაბ ელ-მანდების სრუტეში - ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ საკვანძო საზღვაო არტერიაში.

Radiotavisupleba.ge 

ღამის პირველი საათისთვის ველით სპეციალისტს თურქეთიდან, არის მცირედი უკეთესობა - მოსაყდრე შიო

პატრიარქ ილია II-ის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ „არის მცირედი უკეთესობა“ და დღეს ღამის პირველი საათისთვის თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებიან.

Radiotavisupleba.ge 

ჯერ ელოდნენ, შემდეგ იგლოვეს, ბოლოს ომიდან ცოცხალი დაბრუნდა - ნაზარ დალეცკის დაუჯერებელი ამბავი

46 წლის ნაზარ დალეცკი, ლვოვის (უკრ. ლვივი) ოლქის სოფელ ველიკი დოროშივიდან, 2022 წლის თებერვალში, ომის პირველივე დღეებში მეფე დანილოს სახელობის 24-ე მექანიზებულ ბრიგადაში ჩაეწერა მოხალისედ.

Radiotavisupleba.ge 

ტანკერები ჰორმუზის სრუტეში „ნელ-ნელა ამოძრავდნენ“, აცხადებს თეთრი სახლი

ნავთობის ტანკერები ჰორმუზის სრუტეში ნელ-ნელა ამოძრავდნენ და ირანის ქმედებები, ამ საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეეჩერებინა, აშშ-ს ეკონომიკას ვერ ვნებს, განუცხადა 17 მარტს თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა კევინ ჰესეტმა CNBC-ს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ ომი კვირებში უნდა დასრულდეს და არა თვეებში. „უკვე ხედავთ, რომ ტანკერები სრუტეში ნელ-ნელა ამოძრავდნენ და ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რამდენად ცოტა შეუძლია ირანს“, - თქვა მან. „ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო სფეროში ჰორმუზის სრუტეზე: „ეს ჩვენი ომი არ არის“

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნების მიუხედავად, ევროკავშირი ამ ეტაპზე არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში პოტენციურ სამხედრო ოპერაციაში. არავის სურს აქტიურად ჩაერთოს ამ ომში, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო პოლიტიკურმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ამჟამად არ არსებობს ინტერესი ევროკავშირის საზღვაო მისიის „ასპიდესის“ გაფართოებისა. ეს განიხილებოდა, როგორც შესაძლო ვარიანტი სრუტის გავლით ნავთობისა და გაზის გადაზიდვების უზრუნველსაყოფად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა უკრაინას გაუხსნა წევრობაზე მოლაპარაკებების სამი დარჩენილი კლასტერიც

უკრაინას უკვე აქვს სრული პაკეტი იმ პირობების, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად.

Radiotavisupleba.ge 

„ბაბუ“, „დუკა“, „კალვერა“ - 77 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

წუხელ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში 72 ადამიანი დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. მათ შორის სამი ქალია.

Radiotavisupleba.ge 

„ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე“ - კონსილიუმის ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობას აფასებს

ექიმების კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება, რათა გულისა და წნევის შენარჩუნება მოხერხდეს.




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *