„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მედიკამენტებთან დაკავშირებით „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ჰკითხეს.