დონეცკის საქალაქო სასამართლომ უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ სცნო. საბოლოო განაჩენს სასამართლო ხვალ გამოიტანს. ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, სასამართლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვს. უკრაინელ მფრინავს 2 რუსი ჟურნალისტის მკვლელობას და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან