ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრისას, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.