ლევან იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან გამართა. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობის საკითხი იყო, რაც […]