“ბორჯღალოსნებს“, 7-კაცასა და 7-ქალას ნაკრებებს სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი „Canterbury“ შემოსავს
“ბორჯღალოსნებს“, 7-კაცასა და 7-ქალას ნაკრებებს სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი „Canterbury“ შემოსავს. “ბორჯღალოსნების” ახალი კვართი “ქენთებრის” უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო – ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, “თიბისი ბანკის” სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი. “ბორჯღალოსნების“ ძირითადი მაისური ღვინისფერი, ხოლო სათადარიგო თეთრი იქნება. დღესვე გაიმართა რაგბის ონლაინ მაღაზიის www.rugbystore.ge-ს […]