“მაგთიკომის” ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს დღეს დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება
“მაგთიკომის” ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს დღეს დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რის გამოც გარკვეულ საიტებზე შესვლა შეუძლებელია. “მაგთიკომის” (ყოფილი “კავკასუს ონლაინის”) ინფორმაციით, ქსელში გლობალური პრობლემაა და მომხმარებელს მომსახურება უახლოეს მომავალში აღუდგება. კომპანიის განცხადებით, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.