თბილისში, აეროპორტის გზაზე, მოყინვის გამო, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა, მათ შორის ე.წ. ყვითელი ავტობუსი, რომელიც ავტოსადგომში მიდოდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.