თბილისის ხელოვნების სასახლეში (თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზუმი) პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის და ფრანც რუბოს ნამუშევრებს გამოფენენ. მსოფლიო შედევრების ექსპოზიცია 18 თებერვალს 14:00 საათზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. პიკასოს, კანდინსკის და რუბოს ნამუშევრების გარდა სასახლეში გამოფენენ ასევე ქართველი ფერმწერის გიგო გაბაშვილის ტილოებს. ექსპოზიციაში სულ 8 ნამუშევარს წარმოადგენენ. ყველა ნახატი თბილისში აშშ-იდან ჩამოიტანეს, […]