დეკანოზის დაკავების საქმეში მტკიცებულებები რაც ვნახე, სარწმუნოა – ჭკადუა
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ადვოკატი ირმა ჭკადუა “ქრონიკასთან” საუბარში ამბობს, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მას შეხვედრას დაჟინებით სთხოვდა. ჭკადუას თქმით, ირაკლი მამალაძემ მას წარუდგინა იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელსაც ფლობდა. “რომ შეხვდი და მითხრა თემა, თავიდან არ მოვუსმინე, მოგზავნილი მეგონა. შემდეგ რამდენჯერმე მთხოვა შეხვედრა. მითხრა რომ ჰქონდა მტკიცებულებები და რჩევა უნდოდა. ჩემთან ერთად იყო […]