ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესია ბიუჯეტიდან 50-დან 80 მილიონამდე ლარით უნდა დაფინანსდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 -დან 80 მილიონამდე ლარით უნდა ფინანსდებოდეს. როგორც ინაშვილი აცხადებს მართლმადიდებლების რაოდენობა საქართველოში სამი მილიონია და ის თანხა, რასაც ამ ეტაპზე საპატრიარქო იღებს ბიუჯეტიდან არის მხოლოდ 25 მილიონი და არ არის საკმარისი იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რასაც ასრულებს ეკლესია.