"პატარა კავკასიური კომპონენტიც ჩავტოვოთ ამ კანონებში, თორემ არაფერი გამოვა, დაინგრევა ჩვენი ოჯახები"
ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების“ შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.