“ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია”- შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ამ დროისთვის ბათუმში სიტუაცია სრულად კონტროლდება და ვითარება სტაბილურია. გიორგი მღებრიშვილმა იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც სამართალდამცველების დაგვიანებურლ რეაგირებას ეხებოდა. შს-მინისტრის განცხადებით, პოლიციამ იმოქმედა ზუსტი გათვლით და ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა. მისივე შეფასებით, გუშინდელი არეულობა იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია გარკვეული ძალების მხრიდან, რომლებმაც ეთნიკური თემით მანიპულირება სცადეს.