3 აპრილიდან თბილისში ნაგვის დაყრისათვის დაჯარიმდებით – ქვეითი ინსპექტორები სისუფთავის სადარაჯოზე
თბილისში, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს. ”მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი […]