ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”-ში, კომპანია “ცენტრ პოინტი”-ს თემაზე საუბრის დროს ნიკოლოზ მჟავანაძე და ირაკლი ღლონტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რის შედეგადაც ირაკლი ღლონტმა აღარ ისურვა გადაცემაში მონაწილეობა და დატოვა სტუდია. აღნიშნულ დაპირისპირებას, სტუდიაში ასევე მიწვეული თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა და მათ პოპულისტები უწოდა.