თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. გარემოვაჭრეების გაფრთხილება მოხდა ასევე, ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში. მერიის ინფორმაციით, გამგეობის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები ინფორმირებული არიან თბილისში არსებული ბაზრობების […]