მეტეხის ხიდთან პოლიციის მობილიზებამ შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ სავარაუდოდ არაბმა ქალმა საეჭვო ჩანთა დატოვა, პრევენციული ზომების ჩატარების შემდეგ გამნაღმველებმა ჩანთაში მხოლოდ ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ მეტეხის ხიდთან პოლიციაა მობილიზებული და მოძრაობა გადაკეტილია, რადგან შსს-ში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დატოვებული.